ტოპ მოდელის, ტელეწამყვანის და პროდიუსერის, ტაირა ბენქსის ახალი სახლი 7 მილიონი დოლარი ღირებულებისაა და ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარეობს. ეს ადგილი 1990-იანი წლების ფილმითაა ცნობილი - Pacific Palisades, სადაც მთავარ როლს სოფი მარსო განასახიერებს. ტაირას სახლი 2014 წელს აშენდა.
სამსართულიანი შენობა მინიმალისტური ინტერიერითაა გაფორმებული, პანორამული ფანჯრები და აივნები ამშვენებს, საიდანაც ოკეანზე თვალწარმტაცი ხედი იშლება. სახლში 5 საძინებელი და 5 აბაზანაა. სრული ფართობი 573 კვადრატულ მეტრს მოიცავს. უზარმაზარი ღია სამზარეულო, დიდი მისაღები, ტრენაჟორების დარბაზი და ბილიარდის მაგიდა - სახლში ყველაფერია სასიამოვნო განტვირთვისთვის.