რობერტ დაუნი უმცროსი დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. ყოველ წელს ის კაპიტალის მნიშვნელოვნად აგროვებს, ამ ყევლაფერს კი "შურისმაძიებლების" წარმატების წყალობით ახერხებს. გამომუშავებულ მილიონებს კი უძრავ ქონებაში აბანდებს. უკანასკნელი მონაპოვარი მალიბუს ახალი სახლია, რომელიც 2017 წლის ბოლოს 3.8 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს მყუდრო ვილა 3 საძინებლით და 3 აბაზანით შუა საუკუნეების მოდერნისტულ სტილშია გაფორმებული, რომელიც რობერტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
მთავარი აქ ბუნება და შესანიშნავი ხედებია, რომლებიც პანორამული ფანჯრებიდან იშლება. სახლის ეზოში კი სასურველი გასართობებია: ჯაკუზი, აუზი, მინი გოლფის მინდორი და აშ. სახლი მთის მზიან მხარეს მდებარეობს და მისი ფართობი 315 კვადრატული მეტრია. შიგნით ბევრი სინათლე და ცოტა ავეჯია. კომფორტული დეკორი და პომპეზური სიმდიდრე - ასეთია ვარსკვლავის ახალი თავშესაფარი.