აღდგომის დღესასწაულს ქრისტიანული სამყარო ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს, რასაც თან ახლავს ბევრი სტუმარი, კერძების მომზადება და სუფრის გაწყობს. სწორედ სუფრის დეკორია ის, რითაც მასპინძელს შესაძლებლობა აქვს, კულინარიული ნახელავის გარდა, სტუმრებს თავი დაამახსოვროს და ლამაზი დღე აჩუქოს.
კვერცხის ფორმის სანთლები, რომელიც მყუდროებას შესძენს სუფრას.
კანფეტები, სუფრის გასაფერადებლად. პასტელური ფერები განსაკუთრებულ სისადავეს შესძენს დეკორს.
წითელისა და მწვანის სინთეზი არამხოლოდ საშობაო სუფრას უხდება,ა რამედ ქმნის მშვენიერ საგაზაფხულო სუფრის დეკორსაც. ქრისტიანებს სწამთ რომ წითელი, ეს ქრისტეს სისხლის ფერია, მწვანე კი სიმბოლო ახალი სიცოცხლის.
ყვავილების ლამაზი თაიგული, რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ, გაალამაზებს თქვენს სააღდგომო სუფრას. მასალად დაგჭირდებათ მხოლოდ შესაკრავი ბაფთა.
თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, გარეთ გაწყობილი სუფრა მთავარ დეკორად იქცევა, რადგან ყველაფერს ბუნება მიხედავს.
მუქი ფერებიც ძალიან უხდება სუფრას, მაშინ როცა მასში ორიგინალურ ტონებს შეიტანთ. მაგალითად, ოქროსფრად შეფუთული შოკოლადი, ან ყვავილის მცირე ზომის ტოტები.
მაგიდის სადა გადასაფარებელიც კი შეიძლება გამოცოცხლდეს მსგავსი დეკორით.
ასეთი სტილის ,,ქანთრი“ დეკორი, თქვენს პიკნიკს ან ნებისმიერი სხვა ტიპის სუფრას დაამშვენებს.