,,ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კუნძულ იბიცაზე სასტუმრო Es Vive შეიძინა.
არგენტინელმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და გააფართოვა საკუთარი ბრენდი - MM.
სასტუმრო კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ - ფიგუერეტასის პლაჟზე მდებარეობს და 52 მდიდრული ნომრისგან, აუზისგან და სახურავზე ბარისგან შედგება.
ბრიტანელმა დიზაინერმა შონ კოკრეინმა 2014 წელს შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა გასული საუკუნის 40-იანი წლების არ-დეკოს სტილში.
ერთი დღე-ღამით ნომრის ფასი 260-დან 600-მდე მერყეობს.