კონტეინერებით ხშირად ოფისებს, სახლებს და სავაჭრო ცენტრებსაც აშენებენ.
მაგალითისთვის, ინდოეთში მათი გამოყენებით ცათამბჯენის აგებასაც აპირებენ. 5000 ადამიანზეგათვლილი შენობის პროექტი უკვე წარდგენილია და იმისთვის იქმნება, რომ მუმბაის უსახლკარო ადამიანები შეიფაროს.
კონტეინერები 1930-იან წლებში ტვირთის გადასაზიდად გამოჩნდა, როცა 60-იანი წლებიდან კი ჯიხურებად და დროებით პავილიონებად იყენებდნენ. 1980-იანი წლებიდან ის უკვე საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ფასად აშენების შესაძლებლობას იძლევა, რამაც პიკს 2000 წლიდან მიაღწია.
კონტეინერებით ნაგებობები შენდება ამერიკაში, ასევე ევროპაში, აფრიკასა და ავსტრალიაშიც და დიზაინით ჯიხურის, ბორბლებიანი მაღაზიისა თუ თანამედროვე ვილას შექმნა ხერხდება.
2013 წელს სწორედ ასეთი თანამედროვე ვილა აიგო, რომელიც ამ ტიპის არქიტექტურის ნიმუშად იქცა. 12 კონტეინერისგან შემქნილი საცხოვრებელი ყველა საწირო კომუნიკაციით აღჭურვიილია და ავანგარდული ინტერიერითაც გამოირჩევა.
კონტეინერები ფართოდ გამოიყენება სტუდენტური კამპუსების, ოფისებისა და მაღაზიების ასაშენებლად. ჩინეთში ისინი მუნიციპალური შენობებისთვისაც გამოიყენება.
ასეთი ტიპის არქიტექტურის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მობილურობაა. არქიტექტორები კი კონტეინერებში დიდ მომავალს ხედავენ : პრაქტიკულობა, სისწრაფე, ხელმისაწვდომობა.