ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა შეხვედრები 2017 წლის მარტში დაიწყეს. ახლა კი 1 წლის შემდეგ საერთო ბინა შეიძინეს. აპარტამენტი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ ცათამბჯენში მდებარეობს, მანჰეტენზე. 48 წლის მომღერალმა და 42 წლის სპორტსმენმა 1200 კვადრატულ მეტრში 15 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ვარსკვლავების მყუდრო ბინაში 3 საძინებელი და 4 სააბაზანოა. მათ 24 საათიანი წვდომა აქვთ დიდ აუზთან, რესტორანთან, კინოთეატრთან, სამსართულიან დარბაზთან და ლაუნჯთან.