სასახლის კარის ინტრიგები, შეთქმულებები, მკვლელობა, დაცემა და აღორძინება- პარიზული მამულის ისტორიის 360 წელი, რომელიც დამთვალიერებლის წინაშე ნახევარი საუკუნის წინაშე წარსდგა.
2018 წლის მარტში, ვო ლე ვიკონტის სასახლე სწორედ გასაჯაროების 50 წლისთავს აღნიშნავს. შენობა ყველაზე დიდი პრივატული საკუთრებაა საფრანგეთში, რომელიც ისტორიული მონუმენტია და პუბლიკასაც მასპინძლობს.
სასახლის მშენებლობა, რომელიც ფრანგ დიდგვაროვან ნიკოლა ფუკეს ეკუთვნოდა, 1658 წელს დაიწყო და 3 წელი გაგრძელდა.
ნაგებობას უამრავი ცნობილ სახელი უკავშირდება. პროექტის სათავეში ლუი ლევო იდგა, ფრანგული კლასიციზმის ფუძემდებელი და ლუი XVI-ს სამეფო კარის არქიტექტორი. ინტერიერის დეკორზე გამოჩენილი ფრანგი მხატვარი და თეორეტიკოსი ჩარლზ ლებრუნი ზრუნავდა.
სასახლე რამდენიმე გამორჩეული ხელოვანის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ლუი XVI-ს სტილის პირველი ნიმუში გახდა. ვო ლე ვიკონტის უნიკალურ არქიტექტურას და პარკს, გარშემო ხშირი ტყე აქვს.
1661 წლის 17 აგვისტოს სასახლეში ნიკოლა ფუკემ ახალმოსახლეობა იზეიმა, რომელსაც გენიოსები- მოლიერი და ლა ფონტენიც ესწრებოდნენ. ფუკას ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, სისულელე იქნებოდა დაჯერება, რომ ლუი XIV-ს ესიამოვნებოდა ასეთი მდიდრული რეზიდენციის არსებობა, რომელიც სასახლეს კონკურენციას გაუწევდა.
თვეზე ნაკლებ დროში, ტრადიციული ინტრიგებისა და კონსპირაციების ფონზე, ფუკე დააპატრიმრეს, ხოლოგამოჩენილი ადამიანები, რომლებიც ამ სასახლეზე მუშაობდნენ ვერსალში იგივეს გასამეორებლად მიიწვიეს.
მომდევნო საუკუნეებში სასახლეში სხვადასხვა ცნობილი ფიგურა ცხოვრობდა, მან საფრანგეთის რევოლუციასაც გაუძლო. აღსანიშნავია, რომ აქ მკვლელობა მოხდა და მიატოვეს კიდეც. მოგვიანებით კი მე-19 საუკუნის ბოლოს აღადგინეს და დღეს ის უამრავ ტურისტს იზიდავს, მიზეზი გასაგებია.
აქ უძველესი მდიდრული ავეჯი და აქსესუარები შენარჩუნებულია, სწორედ ეს ლოკაცია 1998 წლის ფილმში ,, The Man in the Iron Mask” გამოიყენეს, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობს.