სამმა მამაკაცმა, რომლებიც კალიფორნიაში, Apple-ს სათაო ოფისში მოშაობენ, ტრავმები მიიღეს, რადგანაც კორპუსის შუშის კედლებს შეეჯახნენ. შენობის კედლები მთლიანად შუშის პანელებითაა დაპროექტებული და მასში 13 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში იწერებოდა, რომ ადამიანები შუშის კედლებს ხშირად ეჯახებოდნენ. თანამშრომლებმა ამის აღმოსაფხვრელად შუშაზე სტიკერების მიწებება დაიწყეს, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინათ.
ამ დღეებში სიტუაცია გართულდა, რადგანაც ოფისში სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდათ. ერთ-ერთი მათგანი შუშას თავით დაეჯახა და სისხლდენა მაშინვე დაეწყო. მეორემ კი საერთოდ გონება დაკარგა.
შენობის ოფის-მენეჯერმა შენობის დათვალიერებისას კომპანია ამ რისკების შესახებ გააფრთხილა: "შუშის გასუფთავების შემდეგ, რთულია გაარჩიო არის თუ არა შენ წინ კედელი"-განაცხადა მან. თუმცა, ოფისში ხანძრის არიდებისთვის უსაფრთხოების ყველანაირი წესია დაცული.
Apple-ის ახალ ოფისს "ბეჭედს უწოდებენ. მისი ფართობი 260 000 კვ.მ-ია. მშენებლობის იდეა სტივ ჯობსს ჯერ კიდევ 2004 წელს მოუვიდა. Apple Park 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.