გლობალური დათბობა ახალ ტრენდებს აჩენს: იქმნება სულ უფრო მეტი პირადი და საერთო პროექტები, რომელიც მიწაზე არ დგას, არამედ წყალზე ტივტივებს.
Villa Water, ამსტერდამი, ჰოლანდია.
ერთ-ერთი ფლაგმანი ახალ ტენდენციაში ჰოლანდიაა. ნიდერლანდები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ებრძვის წყლის სტიქიას, ადგილობრივი არქიტექტორებისთვის კი მოტივტივე სახლების დაპროექტება გასართობია, რომელიც ნაციონალური ხასიათისაც არის. Villa Water აისბერგის მსგავსად ტივტივებს სამხრეთ ამსტერდამის წყლებში, წყალქვეშ მას კიდევ 2 სართული აქვს.
საერთო საცხოვრებელი Urban Rigger, კოპენჰაგენი, დანია.
სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის Urban Rigger-ის კონსტრუქცია 9 კონტეინერისგან შედგება, რომელიც მოტივტივე პლატფორმაზეა მოთავსებული. საცხოვრებელი 108 სტუდენტის კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. აქ ბარბექიუ და მოსასვენებელი ზონაც არის. მსგავსი საერთო საცხოვრებლის შექმნის 24 შეკვეთა დიზაინერებმა უკვე მიიღეს.
მინი-სახლი DD16, რუსეთი
DD16 ძალიან მსუბუქი, თუმცა გამძლეა, რადგან აქვს ხის კარკასი და ალუმინის დეტალები, დიდი პლუსი ისიც არის, რომ მასში ცხოვრება ხმელეთზეც და წყალზეც შესაძლებელია.
საუნა Wa, სიეტლი, აშშ.
ის ადგილობრივების დიდი სურვილით შეიქმნა. შენობას 55 მოტივტივე კასრი ამაგრებს, რომელიც ლუდსახარშმა უსახსოვრა.