მოდის სახლი 1920-იანი წლების მიტოვებული საავიაციო ქარხნის შენობაში გადავიდა. Gucci-ის აღნიშნული, მესამე სათაო ოფისი მილანში გაიხსნა.
მათ პატივის სცეს არსებულ შენობას და მასში მხოლოდ მცირედი ცვლილებები შეიტანეს, შეეცადნენ, რომ ძველი არქიტექტურული სტილი შეენარჩუნებინათ.
კომპლექსში ახალი მხოლოდ 6 -სართულიანი მეტალის ფასადის შენობაა, რომელიც კონტრასტს ქმნის და თითქოს წითელ აგურით ნაშენებ დაბალ შენობებთან საერთო სიმეტრიას არღვევს.
კომპლექსში ადმინისტრაციული ოფისები და კაფე-რესტორნები განთავსდა,ასევე საგამოფენო სივრცეები, სტუდიები და შოურუმები. დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის აქვეა დიდი შიდა ეზო და ბაღი.