ევროპის რამდენიმე რაიონში უჩვეულო სახლი Wikkelhouse იყიდება, რომლის კარკასი მუყაოს 24 ფენით შენდება. თითოეული სახლი მუყაოს ხუთი-ექვსი მოდულით ეწყობა, კედლები კი ეკოლოგიური წებოთი ერთდება. თითოეული მოდულის წონა 500 კილოგრამია.
Wikkelhouse -ის ფასი იმ ზომაზეა დამოკიდებული, რომელსაც შემკვეთი თავად შეარჩევს. სასურველ საცხოვრებელს კი მხოლოდ 24 საათში ააშენებენ, რადგან მას ღრმა საძირკველი არ ესაჭიროება.
მუყაოს სახლი მყარია და მისი წონა 3 ტონაა. სახლის ინტერიერი კარგადაა გადაწყვეტილი. შეკვეთის მოთხოვნით მისი ტრანსფორმაცია ადვილად შეიძლება, ხოლო დამატებით ფასის გადახდის შემთხვევაში - სააბაზანოსა და სამზარეულოსაც დაუმატებენ.
მწარმოებელმა კომპანიამ, ექსპერიმენტის სახით, Wikkelhouse მცურავ პლატფორმაზეც განათავსა. სახლის ორივე მხარეს მინის ფასადებია, რომ ბუნებრივი განათება მაქსიმალურად იყოს. სახლის გამძლეობა 50 წელზე გათვლილი.
სენსაციურია ის ფაქტი, რომ დიზაინერები ირწმუნებიან - მუყაოს სახლი ტრადიციულ, მუდმივ საცხოვრებელთან შედარებით სამჯერ უფრო გამძლეა.