ჩინეთში ფილმის ,,სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ მსგავსი კაფე გახსნა, ინტერიერი რეჟისორ უეს ანდერსონის ესთეტიკით გაჯერებულია.
მელბურნის ინტერიერის დიზაინის სტუდია Biasol-მა კაფე ჩინეთის პროვინცია სიჩუან-ჩენდუში დააპროექტა, დაწესებულებას შესაბამისი სახელწოდება აქვს ,,ბუდაპეშტის კაფე“. არქიტექტორმა, ჟან-პიერ ბიაზოლმა, სასცენო დიზაინისა და მხატვრული ელემენტების გათვალისწინებით ინტერიერის სტილი შექმნა.
,,ფილმ ,,სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტს“ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, ვინც ანდერსონის შემოქმედებას იცნობს, მარტივად ამოიცნობს აქ მის საფირმო პასტელურ პალიტრას, ბაც ვარდისფერ და მომწვანო ფერებს, კომპოზიციის სიმეტრიულობას და თაღოვან არქიტექტურას“ - ამბობს ბიაზოლი.
კაფეს ფართობი 178 კვ.მ.-ია. . ,,გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც თქვენს წარმოსახვას მისცემდა გასაქანს, ანდერსონის ყველა ფილმს განსაკუთრებული ატმოსფერო თან სდევს, რომელიც სხვა არაფერში აგერევა - ესთეტიკა, სტილი და ცოტა სიგიჟე.“
კაფე ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რომელსაც მოდა და დიზაინი იტაცებს. კაფეში შეზავებულია სიახლე და რეტრო სტილი, კაფეში ჭერიდან ეშვება ჯაჭვზე დამაგრებული , ეერო აარნიოს ცნობილი მრგვალი სავარძელი 1960-იანი წლებიდან.
დიზაინერებს არ გამორჩენიათ რეჟისორისთვის დამახასიათებელი ,,ზედხედი“, ღია მეორე სართულიდან ინტერიერის სრულიად სხვაგვარად დანახვას შეძლებთ.