არქიტექტორები ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებით არიან შებოჭილნი, ინჟინერები ფიზიკის ჩარჩოებში ექცევიან, მაგრამ ხელოვნების სამყაროზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ადამიანის უსაზღვრო წარმოსახვის მეშვეობით ყველფერი შესაძლებელია! ამას ამტკიცებს ესპანელი მხატვარი ვიქტორ ენრიჩი.
პროექტში "ქალაქის პორტრეტები" არტისტი არქიტექტურას ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით გარდაქმნის. ქალაქის მაცხოვრებლები მის ფოტოებზე დიდ შთაგონებას პოულობენ და გარშემო არსებულ შენობებს თავადაც მრავალფეროვანი ასპექტებით წარმოიდგენენ.
@victorenrich ასევე ცდილობს ცნობილი შენობები სხვა რეალობაში მოათავსოს.