შესაძლოა, თქვენი სახლი მუდმივად დალაგებული იყოს, თუმცა არსებობს გარკვეული წესები, რომელიც ინტერიერის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა ვიზუალური ,,არეულობა" არ გამოიწვიოთ.
1. უამრავი ფერის გამოყენება
გამოიყენეთ 1-2 დომინანტი ფერი და შეუთანხმეთ ისინი ჰარმონიულად ნეიტრალურ ფერებს.
ასე თქვენი ოთახში ვიზუალურად სივრცეც გაიზრდება.
2. უამრავი ,,აქცენტირებული" ბალიში
ტახტზე ან საწოლზე უამრავი ფერადი ბალიშის მოთავსება აურზაურს შექმნის.
3. კედელს მიბჯენილი ავეჯი
მოაშორეთ ავეჯი კედლებს და გადაინაცვლეთ ოთახის ცენტრისკენ.
4. უამრავი დეკორაცია მაგიდებზე
იდეურად და ფუნქციურად შეარჩიეთ რამდენიმე აქსესუარი და სუვენირი, არ გადააჭარბოთ.
5. გარკვეული წყობის გარეშე დაკიდული კედლის დეკორაციები
აუცილებელია კედელზე დაკიდული სურათები კონკრეტულ წყობას ერგებოდეს.