ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ საკუთარი ლოს-ანჯელესის სახლი საზოგადოებას პირველად ანახეს. ფოტოსესიის პატივი ცნობილ გამოცემას Architectural Digest-ს ერგო. წყვილმა 2015 წელს სწორედ ამ სახლში იქორწინა, რაც დაპატიჟებული სტუმრებისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა: მათ ეგონათ, რომ რიგით წვეულებაზე მიდიოდნენ და სინამდვილეში, საქორწილო ცერემონიალზე აღმოჩნდნენ.
21 მილიონი დოლარი ღირებულების სახლის დიზაინზე თავად ჯენიფერი ზრუნავს. "სექსუალურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია კომფორტი!"-ასეთია ვარსკვლავის დიზაინერული ფილოსოფია.
"მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, პროფესიონალი დიზაინერი გავხდებოდი. მომწონს სახლის მოწყობის მთელი პროცესი"-აცხადებს ენისტონი.