რესტორნის გახსნა ბევრის ოცნებაა. დღესდღეობით, მისი გახსნა საკმაო ძალისხმევას და ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. მისი დაარსების შემდეგ კი სიტუაციას კონკურენცია ართულებს. ვარსკვლავებმა კი სარესტორნო ქსელი მათი ბიზნესისთვის დამატებით სივრცედ აქციეს და ეს ერთ–ერთი პოპულარული მიგნებაა.
40/40 Club – ჯეი ზი
ჰიპ–ჰოპის ლეგენდას, ჯეი ზის მრავალი ბიზნეს პროექტი აქვს, ერთ–ერთი ცნობილი კი მისი ნიუ იორკში მდებარე რესტორანი 40/40 Club–ია. ის 2003 წლიდან ფუნქციონირებს და შტატებში რამდენიმე ფილიალი აქვს.
რესტორანი ჯეი ზის ცხოვრების სტილს ასახავს, მისი კონცეფცია სამგვარია: რესტორანი, ღამის კლუბი და სპორტული ბარი.აქ შეგიძლიათ მიირთვათ, გაერთოთ მეგობრებთან ერთად და საყვარელ სპორტულ თამაშსაც უყუროთ.მისი მფლობელის გათვალისწინებით, გასაკვირი არც არის, რომ აქ პრემიუმ წევრებისთვის სპეციალური სივრცეც არის.
Au Fudge – ჯესიკა ბილი
ჯესიკა ბილმა კარგად იცის ოჯახთან ერტად საღამოს დროის სასიამოვნოდ გატარების ფასი. რთულია გაიგო რისი მირთმევა სურთ პატარებს, ამაზე პასუხის გასაცემად ჯესიკამ ჰოლივუდში Au Fudge გახსნა.
ის ოჯახებს ეპატიჟება, სადაც ისეთ საკვებს დააგემოვნებენ, რომელიც ბოლომდე ნატურალურია, ასე რომ მშობელი არ იდარდებს, თუ რისი გასინჯვის სურვილი ექნება მის შვილს, სრული კომფორტისთვის აქ დაქირავებული მუშაკები არიან, ვინც მშობლებს ბავშვების გაკონტროლებაში დაეხმარება, სანამ ისინი რესტორანში სპეციალურ კუთხეში თამაშობენ.
Southern Hospitality – ჯასთინ თიმბერლეიქი
ჯესიკა ბილის მეუღლე ჯასთინ თიმბერლეიქიც ფლობს რესტორანს. ის არამხოლოდ კარგ მუსიკას, არამედ როგორც ცნობილია კარგ ბარბიქიუსაც აფასებს, რამაც 2007 წელს ნიუ იორკში Southern Hospitality გაახსნევინა.
ობიექტს შტატებში რამდენიმე ფილიალი აქვს.
Joanne Trattoria – ლედი გაგა
ლედი გაგა არამხოლოდ მოდასა და მუსიკაში აწესებ ტრენდს, არამედ გასტრონომიაში– უფრო ზუსტად იტალიურ სამზარეულოში. Joanne Trattoria მომღერლის მშობლების მფლობელობასი იყო. 2010 წლიდან კი გაგამ გადაწყვიტა რესტორანი მის სახელსაც დაკავშირებოდა.
Joanne Trattoria მყუდრო რესტორანია, სადაც ლედი გაგას საყვარელი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
Saints And Sinners – ჩენინგ ტატუმი
ტატუმ რესტორანს ორლეანში ფლობს ,, წმინდანების და ცოდვილების“ მენიუში არის სინთეზი სამხრეთული კერძების (მაგალითად ჯამბალაია) და ასევე მსუბუქი სასმელების სასიამოვნო ჩამონათვალის.
Tagine – რაიან გოსლინგი
რაიანის რესტორანი ბევერლი ჰილზში მდებარეობს და ის ქალბატონი, რომელიც გოსლინგს ხვდება, სიმპათიურ მამაკაცთან ურთიერთობისას არასდროს იქნება მშიერი.
აქ აქცენტი მაროკოს კერძებზეა, მყუდრო გარემო კი არაჩვეულებრივია პაემნებისთვის, ის ბევერლი ჰილზის ერთ–ერთი რომანტიკული სივრცეა.
Soul Kitchen – ბონ ჯოვი
ბონ ჯოვის რესტორნის Soul Kitchen –ის ორივე ფილიალი კი ნიუ ჯერსიში უმწეოებს სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება.