ოპრა 3 ბილიონი დოლარის ქონებას ფლობს, ის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ძირითადი საცხოვრებელი კალიფორნიაში მდებარეობს, ცოტა ხნის წინ მან სახლის გვერდით ფართი შეიძინა და იქ მისი საცხოვრებლების კოლექციას რანჩოც შემატა.
როცა კალიფორნიაში არ იმყოფება, ის ჰავაიზე ატარებს დროს, სადაც თავად მოჰყავს ხილი და ბოსტნეული.
როცა თოვლი სურს, კოლორადოსკენ მიემართება და ტოლორადოში, მის მაღალ–ტექნოლოგიურ სახლში რჩება.
მოკლედ, ვარსკვლავმა ყოველთვის იცის, რა სურს.
20.
კოლორადოში მისი სახლისკენ მიმავალ გზას მიწისქვეშ გამათბობელი აქვს, რათა სახლის წინ დიდი თოვლი არ მოგროვდეს, ასევე სენსორები მას ტერიტორიაზე სტუმრის მოსვლასაც აუწყებს.
19.
მისი ,,ძირითად“ 90 მილიონიან სახლში (კალიფორნია) 14 სააბაზანოა.
18.
მან სწორედ კალიფორნიის სახლი სრულიად გადააკეთა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი გრანდიოზულობიდან გამომდინარე აქ ნაკლებად ,,სტუმართმოყვარე“ გარემო ჩანდა.
17.
კოლორადოს სახლი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მას ასე შეუძლია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ის აკონტროლოს, კამერა ყველაფერს აკონტროლებს, ერთი ტელურიდის აეროპორტშიც არის, რათა ტელეწამყვანს ამინდი აუწყოს, შეძლებს თუ არა ის საკუთარი თვითმფრინავით გაფრენას (აქ 8 თვის მანძილზე მუდმივად თოვს).
16.
რანჩო რომელიც მან საკუთარ სახლთან ახლოს შეიძინა, 28 მილიონი დოლარი დაჯდა, აქ ის არ ცხოვრობს, სივრცეს ცხენების თავლისთვის იყენებს.
15.
ოპრას უყვარს ჰავაი, აქ ის საცხოვრებელს და მიწებს ფლობს, ვარსკვლავი ჰავაიში ხშირად ისვენებს.
14.
ოპრას ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ნეიტ ბერკუსმა სამუშაო ოთახი და საძინებელთან ახლოს, უზარმაზარი გარდერობის ოთახი სრულიად გადაუკეთა. ერთი შეხვედრებისთვის შესანიშნავ სივრცედ იქცა, მეორე კი იმდენად ოპტიმალურად არის მოწყობილი, რომ შესაძლოა ბრენდული მაღაზიის ვიტრინებში აგერიოთ. (აქ 200 წყვილი ფეხსაცმელიც ეტევა).
13.
კალიფორნიაში მისი სახლის გვერდით, სტუმრების სახლიც აშენდა, სადაც მისი ახლობლებისთვის ცალკე სივრცე გამოიყო, ოპრა აფასებს განმარტოებას.
12.
კოლორადოს სახლში, სადაც ხშირად ვერ ჩადის, ოთახებში სარწყავი სისტემაც დამონტაჟებულია, რათა მცენარეები არ დაჭკნეს.
11.
კალიფორნიის სახლის ტერიტორიაზე ე.წ ,,ჩაის სახლიც“ აქვს, რომელიც მისი საყვარელი სივრცეა, წინ მშვენიერი შადრევნებითა და ვარდის ბუჩქებით.
10.
ჰავაიში სახლის შეძენის შემდეგ, ოპრამ მეორე სართული სრულიად გადააკეთა იმისთვის, რომ საძინებლიდან მისთვის სასურველი ხედი ჰქონოდა.
9.
მის ,,ძირითად“ საცხოვრებელში უზარმაზარი ვარდების ბაღია, ოპრას მებაღეს ახალი ვარდების ჰიბრიდის გამოსაყვანად 5 წელი დასჭირდა. აქვეა ჰორტენზიების ბილიკი, რომელიც ბებიის ხსოვნის პატივსაცემად გაშენდა.
8.
კოლორადოს სახლთან ოპრას გადაადგილებისთვის შესანიშნავი საშუალება აქვს. თუ გზებზე დიდი თოვლია, გამოსავალი არსებობს, 240 000 დოლარი მან იმისთვის გადაიხადა, რომ ასეთი ოთხთვალით გზა გაეყვანა.
7.
კოლორადოს სახლიდან ოპრას 360 გრადუსიანი ხედი აქვს.
6.
ოპრას 70 000 დოლარად ღირებული ჯაკუზი აქვს, სადაც წყალი არასდროს ცივდება.
5.
როცა ოპრა ჩიკაგოში რჩებოდა, მას აქ უზარმაზარი დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ჰქონდა, რომელიც 3 წლის წინ 4,5 მილიონად გაყიდა.
4.
კოლორადოს სახლში მას უზარმაზარი ღვინის სარდაფი აქვს, რომელიც დიზაინერებმა შახტის სტილში დაუპროექტეს.
3.
ბუნებრივია, ოპრას წიგნების კითხვა უყვარს, მას საკუთარი დილერიც ჰყავს, რომელმაც ყველა წიგნი შეურჩია, მათი წყობაც დიზაინის მიხედვით გადანაწილდა, რათა თაროები ლამაზად გამოიყურებოდეს.
2.
მას მოჰყავს საკუთარი მოსავალი.
1.
კოლორადოში მას საკუთარი ხიდი აქვს ,რომელიც ტყეში გაშენდა და 140 000 დოლარი დაჯდა ( მის შესაქმნელად ვერტმფრენები დასჭირდათ, რადგან სხვა მრივ მიდგომა შეუძლებელი იყო). ხიდის ბოლოს კი მყუდრო სივრცეა, სადაც ოპრა სტუმრებს