დანიაში, ქალაქ გუნდსლევის სიახლოვეს სტორსტრემის ციხე ცოტა ხნის წინ ააგეს. მედიაში მას მსოფლიოს "ყველაზე ჰუმანური ციხე" ეწოდა. სკანდინავიური მინიმალისტური ინტერიერით დაპროექტებული ციხე 134 მილიონი დოლარი დაჯდა და მასში 250 პატიმრის ადგილია. თითოეულ ოთახში მაცივარი, სააბაზანო, ტელევიზორი, კარადა, დიდი ფანჯარა, კომფორტული საწოლი, საწერი მაგიდა და სანათია. ტერიტორიაზე ასევე ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედანს, პროდუქტების მაღაზიას და სამზარეულოს შეხვდებით, სადაც მომზადება მსჯავრდებულებს თავად შეუძლიათ.
ციხის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ტრადიციული ციხეები პატიმრების პრობლემების გამოსწორებას ხელს საერთოდ არ უწყობენ, ამიტომაც მათ სურდათ ისეთი ადგილი შეექმნათ, სადაც სიტუაციას მაქსიმალურად ჩვეულებრივ ყოფას მიუახლოვებდნენ. "ჩვენ გვჯერა და სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ რთული პირობები მოგვიანებით დანაშაულის განმეორებას იწვევს."-აცხადებს დიზაინერი.
დაკავებულებს ეკლესიაში სიარული, ხელოვნებით და სპორტით დაკავებაც შეუძლიათ.