სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კუნანანმა ჯანი ვერსაჩე მაიამის ამ ვილის ზღურბლთან მოკლა, ეს 1997 წელს მოხდა, ახლა კი ქვის ეს საფეხურები ტურისტებს ყოველდღიურად იზიდავს, აქ უამრავ ფოტოს იღებენ.
თუმცა არამხოლოდ ფოტოებით შეუძლიათ სახლი მახსოვრობას შემოუნახონ, არამედ ტურისტები აქ დარჩენასაც შეძლებენ. Villa Casa Casuarina ახლა ბუტიკად და სასტუმროდ გადაიქცა.
3–სართულიანი შენობა 1930 წელს, საცხოვრებელი კომპლექსის სტატუსით აიგო.
1992 წელს, ვერსაჩემ სახლი 2,95 მილიონ დოლარად შეიძინა და ასევე გვერდით მდგომი სასტუმრო 3,7 მილიონად. 32 მილიონი დოლარი კი მათ სრულ რემონტს დაახარჯა და ულამაზესი ბაღი და აუზიც მოაწყო.
ვერსაჩემ 24–ბინიანი საცხოვრებელი 10 ოთახიან სახლად გადააქცია, სადაც მისი და დონატელა ვერსაჩე ხშირად რჩებოდა. (ნომრის დაჯავშნის ფასი დღეისათვის 1199 დოლარიდან იწყება).
ვერსაჩემ აუზი 24–კარატიანი ოქროს ფილებით მოაპირკეთა.
2013 წელს, THE VICTOR HOTELS GROUP–მა სასტუმროს შესაძენად აუქციონზე 41,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, რომელშიც როგორც ცნობილია, მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იღებდა.
სასტუმროში გადაღებულია ცნობილი ამერიკული ტერესელიალი AMERICAN CRIME STORY, რომლის პროდიუსერიც ამბობს ,,ვფიქრობ შოუ არ შედგებოდა, რომ არა ეს სახლი“.
ჯანი ვერსაჩეს პირადი ოთახი
სასტუმრო ატლანტის ოკეანის ხედს გადაჰყურებს