,,ეს არის ადგილი, სადაც გემო მისტიკაა, ტოპინგი სათამაშო, ფანტელები კი ფერადი დეკორაცია“– ეს მუზეუმის სლოგანია, სადაც 10 ტკბილი და ფერადი ინსტალაციაა.
ეს არის ადგილი, რომლის არსებობაც ალბათ ბავშვობაში ყველას უნატრია! ეს წარმოსახვის გაცოცხლებაა!
10 000 ბანანის დესერტის ინსტალაცია, დამდნარი ესკიმოები, ტკბილეულის საცურაო აუზი, რომელშიც ჩაეფლობი და სხვა მრავალი დეკორაცია ნაყინის მუზეუმს ამშვენებს.
ადგილზე ნამდვილი, უგემრიელესი ნაყინის მრავალფეროვანი არჩევანიცაა წარმოდგენილი.
მუზუმის შექმნისას მეცნიერებთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა, რათა ინსტალაციებს ჰქონოდათ ძალა სტუმარს აღექვა გემო და შეეგრძნო ტკბილი სურნელი.