კარდაშიანების ოჯახს მრავალმილიონიანი შემოსავალი ფუფუნებაში აცხოვრებს, საცხოვრებელი ადგილი კი ბევრი აქვთ. უზარმაზარი მდიდრული სახლები მათი უძრავი ქონებაა, ფაქტობრივად მათ სახლების კოლექცია აქვთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ სახლს, რომელიც კარდაშიანების დიდ ოჯახს ეკუთვნის.
კიმ კარდაშიანი
კიმმა ეს სახლი 20 მილიონ დოლარად 2014 წელს შეიძინა. მას 8 საძინებელი და 2 საცურაო აუზი აქვს, ასევე 2 სპა და საკუთარი ვენახიც კი.
კრის ჯენერი
ლოს ანჯელესის ამ სახლში სრული განახლება 2015 წელს ჩატარდა. ეს შთამბეჭდავი საცხოვრებელი ჯეფ ენდრიუსმა გააფორმა და შავ–თეთრი მარმარილოს იატაკითა და მდიდრული განათებით ბრწყინვალება შემატა.
კორტნი კარდაშიანი
კორტნი, მისი სამი შვილი და პარტნიორი სკოტ დისიკი ამ სახლში ცხოვრობენ, სადაც 6 საძინებელი, სპორტული დარბაზი, ოთახი მასაჟისთვის და ასევე სრული კომფორტისთვის ლიფტია. სახლი 8,5 მილიონი დოლარი ღირს.
ქლოე კარდაშიანი
7,2 მილიონ დოლარად ქლოემ სახლი 2014 წელს ჯასტინ ბიბერისგან შეიძინა. აქ ღვინის მარანი 200 ბოთლს იტევს, 6 ბუხარი, 2 გარაჟი და დიდი საცურაო აუზია.
კენდალ ჯენერი
მოდელი და ახალგაზრდა კარდაშიან/ჯერნერი ჰოლივუდში 6,5 მილიონ დოლარიან სახლში ცხოვრობს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ემილი ბლანტისა და ჯონ კრასინსკისგან შეიძინა.
კაილი ჯენერი
ეს კაილისთვის მესამე სახლია და მაში 12 მილიონი დოლარი გადაიხადა. 2016 წლის შემოდგომისას შეძენილ საცოხვრებელს 8 საძინებელი და 11 სააბაზანო აქვს.
ქეითლინ ჯენერი
მალიბუს ეს სახლი ქეითლინს 3.575 მილიონი დოლარი დაუჯდა. ის სანაპიროს გადმოჰყურებს და საკუთარი პლაჟის უზარმაზარ ფართობს ფლობს.