თუ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის საახალწლო საჩუქრები ჯერ არ შეგიძენიათ და თქვენი ბიუჯეტიც არ გაძლევთ საშუალებას ყველა საყვარელ ადამიანს სიურპრიზი გაუკეთოთ, ნუ შეშინდებით, უბრალოდ მობილიზდით, გადმოალაგეთ ძველი ნივთები და გარკვეული დრო დაუთმეთ საჩუქრების საკუთარი ხელით მომზადებას. ჩვენ კი გთავაზობთ რამდენიმე საჩუქრის ვერსიას, რომლის გაკეთებასაც დიდი დრო და ენერგია არ სჭირდება.
1. საჩუქრის შეფუთვა თავად მოხატეთ
2. დაწერეთ თქვენი საერთო მოგონებები პატარა ფურცლებზე და მოათავსეთ ლამაზად შეფუთულ ქილაში
3. შეიძინეთ ცოტაოდენი ტკბილეული და გააფორმეთ ირმების ვიზუალით
4. დარიჩინის ჩხირებით გააფორმეთ სანთლები
5. ზეთისა და მცენარეებისგან შექმენით სამზარეოულოს დეკორაციები
6. მოუქსოვეთ ჭიქას სპეციალური "ტანსაცმელი"
7. ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარდონის, ხის ჩხირებისა და სარჭების დახმარებით გააკეთეთ მინი-ფეხბურთი
8. პირსახოცი გადააკეთეთ ლამაზ დათუნიებად
9. აქციეთ ჩვეულებრივი ბოთლები უფრო მხიარულად
10. სპეციალურად ბოთლებისა და სხვა ნივთებისთვის შექმენით სახალისო ჩასადებები