2018 წელი ახლოვდება, დიზაინერები კი ინტერიერში მეტი სითამამის შეტანას გვირჩევენს, ცოცხალი ფერებით და აქცენტებით. რა თქმა უნდა, არასდროს ღირს დავივიწყოთ ნივთები და ფერები, რომელიც ჩვენ ინდივიდუალურად გვხიბლავს და სახლს მყუდრო სივრცედ აქცევს, თუმცა განახლების დრო დგება, ჩამოთვლილი კი რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაა.
1. აქცენტირებული ფერის სამზარეულო
რასაკვირველია, სრულად თეთრი სამზარეულო კლასიკური მაგალითია, თუმცა 2018 წლის ტრენდად კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამზარეულოს ავეჯი გვევლინება, თბილი ხისფერი და ფერადი აქცენტები აქტუალურია.
ნიჟარის არასტანდარტული მასალაც საინტერესოა – შავი ფერის ან სპილენძისა და ბრინჯაოს ნიჟარა ტრენდია, რომელიც თქვენს სამზარეულოს სრულყოფილ, ორიგინალურ ვიზუალს სძენს.
2. ლამაზი ფორმის ავეჯი
ეს არჩევანი ‘70–იანი წლების დიზაინია, მოქნილი ფორმის დახვეწილი ავეჯი, რომელიც თქვენს მისაღებს გააფორმებს.
არ დაივიწყოთ, რომ ყვავილების პრინტი 2018–შიც აქტუალურია.
3. თბილი და ნეიტრალური ტონები
ნეიტრალური ფერები მოდიდან არასდროს გადავა, თუმცა 2018–ში ეს ტონები დათბება, მაგალითად კარგი არჩევანი მომწვანო ნაცრისფერი, კარამელისფერი, ან სპილოსძვლისფერი.
4. მინიმალისტური საძინებელი
კარგი გადაწყვეტაა არაგადატვირთული საძინებელი, სადაც სადა და მშვიდი ფერები შეირჩევა.
5.რეტრო განათება
როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ეს განათებასაც შეეხხება. რეტრო სანათები წელსაც სასურველია.