"საახალწლო ნაძვის ხე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და თბილი მოგონებაა ბავშვობაზე"-აცხადებს 84 წლის დიზაინერი კარლ ლაგერფილდი. ამ წელს "შანელის" და "ფენდის" კრეატიულმა დირექტორმა ლონდონის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში საკუთარი დიზაინით აწყობილი ნაძვის ხე დადგა. ხის დაპროექტებისას დიზაინერმა იუმორი გამოიყენა. ნაძვი უკუღმაა ამოტრიალებული და ფესვები ჭერს უყურებს. ხე ინსტაგრამზე ნამდვილი ჰიტი გახდა - სასტუმროს სტუმრები დიზაინერის ინსტალაციასთან ფოტოებს იღებენ, გამვლელები კი ფოტოების გადასაღებად სპეციალურად შედიან ჰოლში. სასტუმრო Claridge's უკვე მერვე წელია რაც საშობაოდ ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს.
წინა წლების ნაძვის ხეები:
2016 : SIR JONY IVE AND MARC NEWSON
2015: CHRISTOPHER BAILEY BURBERRY-სთვის
2014: DOLCE & GABBANA
2013: DOLCE & GABBANA
2012: KALLY ELLIS OF MCQUEENS
2011: ALBER ELBAZ LANVIN-სთვის
2010: JOHN GALLIANO DIOR-სთვის
2009: JOHN GALLIANO DIOR-სთვის