ავსტრალიის ავტოსადგურში ძალიან უცნაური და ლამაზი ინსტალაციის გაკეთება იგეგმება. ავტოსადგურის ჭერში, ესკალატორის თავზე დაიდგმება ძველი ხის ესკალატორის სკულპტურა. ავსტრალია ცნობილია ველური და შხამიანი გველებით, მაგრამ არა არქიტექტურით გარდა ოპერის სახლისა. ამ ახალი ინსტალაციით ,მხატვარს სურს, რომ მისი ნამუშევარი მოხვდეს მოგზაურთა ფოტოგრაფების წიგნებში, როგორც სიურეალისტური ნაგებობა. ვინიარის სადგურის დამოტაჯების იდეა, სიდნეიში, ფილმ,,Inception’’იდან ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების გულის დასაპყრობად გაჩნდა. ესკალატორის სახელწოდება ,,Interloop’’ ია, რომელიც 5 ტონაზე მეტს იწონის. სკულპტურის დიზაინი შექმნილია სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორ არქიტექტორის კრის ფოქსის მიერ. კრისს სურს, რომ სადგურის სტუმრებს შეუქმნას ახალსა და ხანდაზმულ ქმნილებებს შორის ურთიერთ კავშირის განცდა.