ჩვეულებრივ თვითმფრინავში საშუალოდ 250 ადამიანი ეტევა, თმცა არა ამ კერძო თვითმფრინავის ბორტზე. აქ მხოლოდ და მხოლოდ 30 ადგილია. საჰაერო ტრანსპორტის ეს მოდელი ელიტურ პენტჰაუსს მოგვაგონებს: მგზავრების განკარგულებაში 8 საძინებელია, რამდენიმე აბაზანა, საკონფერენციო დარბაზი და კინოთეატრია.
სალონის ინტერიერი პრეტენზიულ სტუმარსაც კი დააკმაყოფილებს: აბაზანები ფაიფურითაა გაფორმებული, იატაკს ხელით ნაქარგი ხალიჩები ამშვენებს, ავეჯი მასიური მუხისგან მზადდება. თვითმფრინავს ჰაერში 17 საათი შეუძლია ყოფნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მგზავრები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამგზავრებას შეძლებენ. ტრანსპორტის ღირებულება საათში 25 ათასი დოლარია. ის აზიელ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელმაც ჩვეულებრივი თვითმფრინავი 324 მილიონ $-ად შეიძინა და 100 მილიონი $-ის დამატებით ის მდიდრულ კერძო თვითმფრინავად აქცია.