საახალწლო განწყობა უკვე ნოემბრის ბოლოდან გვიპყრობს და დეკორაციებით სახლის გაფორმება ქუჩების მსგავსად, ჩვენც მალე გვინდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის სამზადისი ინტერიერშიც ეფექტურად წამოიწიოს. ამისთვის კი წარმოგიდგენთ უკანასკნელი ტენდეციებით შთაგონებულ რჩევებს:
#1 გააკეთეთ აქცენტი ფერზე
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. იმისთვის, რომ ამ წელს ღირსეულად შევხვდეთ, სპეციალისტები ისეთი ფერებით თამაშს არ გვირჩევენ, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. პირიქით, საჭიროა რომ არჩევანი კლასიკურ საახალწლო ფერებზე გავაკეთოთ. დეკორში გამოიყენეთ ყვითელი, წითელი, ყავისფერი, თეთრი და ვერცხლიფერი.
#2 არ დაგავიწყდეთ შესასვლელი კარების მორთვა
ხშირად გვავიწყდება მთავარი - შემოსასვლელი კარი. სტუმრები კი პირველ რიგში სწორედ მას ხედავენ. ევროპულ ქვეყნებში კარებებს ფიჭვით რთავენ. ნაძვის ტოტებს სხვა ხის ტოტებიც შეიძლება ჩაენაცვლოს, ან უბრალოდ დაკიდეთ პატარა სათამაშო ან მორთულობა.
#3 ყურადღება მიაქციეთ დეტალებს
სწორედ წვრილმანები გვიქმნის საახალწლო განწყობას. ნაძვის ხე ბინის მთავარი მორთულობაა, თუმცა არც დეტალების შესახებ დაივიწყოთ. მაგალითად გირლიანდები სასიამოვნო საშობაო განწყობას ქმნის.
#4 დაამატეთ მეტი სინათლე
მოციმციმე ნათურები საახალწლო განწყობის ერთ-ერთი წყაროა. მათი განთავსება მხოლოდ ნაძვის ხეზე არაა აუცილებელი: მორთეთ საწოლი, ჭერი და სკამები. დაამატეთ საახალწლო სანთლები, რომლებიც ინტერიერს დამატებით სიმყუდროვეს შემატებს.
#5 გარშემომყოფებს საახალწლო განწყობა გადადეთ
ამისთვის საჩუქრების ჩუქება აუცილებელი არაა, უბრალოდ მორთეთ ფანჯარა. ამას ფურცლისგან ამოჭრილი ილუსტრაციებითაც მოახერხებთ - ეს განწყობას აუმაღლებს ყველას, ვინც თქვენს ფანჯარას შეხედავს.