საახალწლო განწყობა დეკემბრის დასაწყისში მთელს მსოფლიოს მოედო. ამ საერთო განწყობას კი ვილნიუსი ულამაზესი ნაძვის ხით შეეგება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე Cathedral Square-ზე დაიდგა. გასულ წელს ვილნიუსის საშობაო ნაძვის ხე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიოში, როგორც სჩანს ლიტვის დედაქალაქი წელსაც გეგმავს საუკეთესო დეკორაციების სიაში მოხვედრას.
ნაძვის ხე გაფორმებულია 70 ათასზე მეტი საახალწლო ნათურით, მის გარშემო კი საშობაო ქალაქია მოწყობილი. ნაძვის ხის სიმაღლე 27 მეტრია და ის გაფორმებულია 2700 სათამაშოთი. როგორც ამბობენ წელს ვილნიუსის ნაძვის ხე თვითმფრინავიდანაც კი შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით.