ვაშინგტონში სადღესასწაულო ატმოსფერო დონალდ და მელანია ტრამპებმა ნოემბრის ბოლო დღიდან შექმნეს - აშშ-ს პირველმა ლედიმ საახალწლო ნაძვის ხე ყოველწლიური ღონისძიების National Christmas Tree Lighting ფარგლებში თავად გაანათა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პირველმა ლედიმ Chanel-ის ბოლო კოლექციიდან შეარჩია წითელი პალო. საახალწლო განწყობის შექმნა არც დონალდ ტრამპს დავიწყებია და კლასიკურ შავ კოსტიუმს ღია წითელი ჰალსტუხი შეუხამა.
„ყოველ თქვენგანს გისურვებთ ბედნიერ შობას და ახალ წელს - პრეზიდენტმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა - დაე თქვენი დღესასწაულები დაუვიწყარად იქცეს. ახლა ჩვენ გავანათებთ ამ ლამაზ ნაძვის ხეს. მე ვთხოვ ჩვენს პირველ ლედის მოემზადოს, ჩვენ კი 10-დან დავიწყოთ თვლა.“
მისის ტრამპი ძალიან კარგ განწყობაზე იყო და მშვენივრად გაართვა თავი დავალებას. ბევრმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მელანია პირველად გამოიყურებოდა ბუნებრივად და მოდუნებულად და არ იყო ისეთი დაძაბული როგორც ადრე. ნაძვის ხის ანთებისას ის არ მალავდა ღიმილს, როგორც სჩანს საახალწლო დღესასწაულების გამართვა მისთვის სიძნელეს არ წამორადგენს.
ნაძვის ხის ანთების ტრადიცია ვაშინგტონში 1923 წლიდან იღებს სათავეს. პირველად საახალწლო ნაძვის ხე პრეზიდენტმა კალვინ კულიჯმა გაანათა.