ახალი წელი ახლოვდება და შესაბამისი დეკორაციების გამზადების დროც დგება, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით კამათი დღემდე არ წყდება - რა დროს და როგორ უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული თუმცა წელს ამ საკითხის გადაწყვეტა შედარებით გაგვიმარტივა ახალმა ტრენდმა - ნაძვის ხის თავდაყირა დაყენებამ. სხვადასხვა ცნობილმა ბრენდმა საახალწლო დეკორაციად სწორედ ასეთი სტილი გამოიყენეს, მათ შორისაა კარლ ლაგერფილდიც.