ბევრი ჩვენგანი ცდილობს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მისცეს საკუთარ თავს უფლება რომ Hermès–ის Birkin –ის სერიის ჩანთა შეიძინოს, კაილი ჯენერმა კი უკვე გარდერობი გაავსო (თითოეულის ღირებულება საშუალოდ 10 000 დოლარია). 20 წლის ვარკსვლავმა თავისი ახლადგარემონტებული ჩანთების გარდერობში შეგვახედა.
მისი Birkin–ის კოლექციას თაროზე ორი მწკრივი უჭირავს. Chanel –ის ზურგჩანთები, Louis Vuitton–ის ხელჩანთები, Supreme –ის, Gucci –ისა და სხვა მრავალი ბრენდული ჩანთა კაილის გარდერობში ინახება და ძვირფასი ჩანთები უამრავ ფერში აქვს.
ერთ–ერთი უახლესი მოდელი, მან ცალკე გადაიღო და ინსტაგრამზე ატვირთა.
კაილი ოჯახში ერთადერთი Birkin-მოყვარული არ არის. დედამისი, კრის ჯენერიც Hermès –ის ჩანთებს გარდერობს უთმობს.