სანამ პრინცი ჰარის ფიქრები მეგან მარკლის ლონდონურ ყოველდღიურობას უკავშირდება, ვინძორების სასახლეში შობის დღესასწაულთან შესახვედრად ემზადებიან, გაფორმების შემდეგ ნებისმიერ მსურველს ფოტოზე სადღესასწაულო დეკორაციების ხილვა შეეძლება.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, უზარმაზარ დარბაზში 6–მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს და ის ოქროს სათამაშოებითა და ე.წ. ,,წვიმებით“ გააფორმეს, კენწეროში კი ანგელოზის ფიგურაა.
პერსონალი კიბეზე შემდგარი აფორმებდა უზარმაზარ ნაძვის ხეს, შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან ვინძორების სასახლეში თვალისმომჭრელი დეკორაცია გაჩნდა.
კიდევ უფრო მდიდრული დეტალი მეფე ჯორჯ IV–ის ოქროს ჭურჭელი სასადილო ოთახში, მაგიდის ბორდოსფერ გადასაფარებელს ამშვენებს.
სულ მალე ვინძორების მორთული სასახლე დედოფალ ელისაბედ II–სა და მის მეუღლეს , პრინც ფილიპს მიიღებს, მოგვიანებით მათ ჰერცოგინია კეტრინი, პრინცი უილიამი და დიდ ბრიტანეთის სხვა მონარქებიც შეუერთდებიან.