ჩვენ თითქმის ყოველთვის ავეჯის კომპლექტს ვყიდულობთ, მაგალითად ერთი კოლექციიდან მაგიდასა და სკამებს ან საძინებლის სრულ ნაკრებს.
ეს სტერეოტიპი შეგვიძლია დავიწყებას მივცეთ, რადგან რამდენიმე საინტერესო რჩევა არსებობს.
10.
ტახტისა და სავარძლების შეხამება
აუცილებელი არაა ისინი ერთი კომპლექტიდან იყოს, მთავარია, რომ ერთობლიობაში სახლის სტილს თითოეული მათგანი იმეორებდეს.
9.
საძინებლის ავეჯი
საძინებლის კომპლექტის ყიდვა იდეალური ინტერიერისთვის ერთადერთი საშუალება არაა. თუნდაც ტუმბოების ჩანაცვლება მცირე ზომის მაგიდებით შესაძლებელია.
8.
თეთრი კედლები
დიახ, თეთრი კედლები დასაშვებია, თანაც ისე, რომ ის სულაც არ დამესგავსება საავადმყოფოს. ამ შემთხვევაში საჭიროა აქცენტი დეტალებზე და დეკორზე გაკეთდეს, რითიც მოახერხებთ ინტერიერში ფერების შეტანას ისე, რომ თეთრი კედლების დახმარებით სივრცე ნათელი დარჩეს.
7. კედელთან მიდგმული ავეჯი
ეს იდეა პოპულარულია, რადგან ფიქრობენ, რომ ასე სივრცე იზოგება და თუ გამოსავალი არ არსებობს,ხშირად ეს ასეა. თუმცა, თუ ოთახი სხვა შესაძლებლობას იძლევა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი.
6.
ტრივიალური სააბაზანოს ფილები
დღეისთვის, სააბაზანოს გასაფორმებლად უამრავი საშუალება არსებობს, ამიტომაც დავივიწყოთ ტრივიალური ფილები და ავირჩიოთ განსხვავებული დიზაინი, მაგალითად ქვის ან ხის ვიზუალით.
5.
მაგიდისა და სკამების თანხვედრა
სამზარეულოს ინტერიერის გამრავალფეროვნება შესაძლებელია, ერთ-ერთი ხერხი სკამებისა და მაგიდის სხვადასხვა მოდელია. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!
4.
დიდი ზომის ავეჯი
ეს პოპულარული აღარაა!
მცირე ზომა და მარტივი ფორმები მეტად აქტუალურია. როცა ავეჯს არჩევთ, მარტივი წესი არსებობს: რაც უფრო პატარაა ოთახი , ავეჯი მით უფრო მცირე უნდა იყოს.
3.
ბავშვების ოთახი მკაფიო ფერებით
ბავშვების ოთახი მშვიდი მკაფიო ფერების გარეშეც იქნება. პასტელური ფერის ოთახში, ბავშვების წარმოსახვა უფრო მეტად ვითარდება. ასეთი ტიპის სივრცე ვიზუალურად, მარტივად დაიტევს სათამაშოებს, პოსტებსა და პატარას ნახატებს.
2.
ბეტონი
ბეტონის დიზაინის მქონე კედლები თანამედროვეობის ნიმუშია. მისი გამოყენება სააბაზანოშიც შესაძლებელია.
1.
ბადისებრი ფარდები
მის გარეშე ინტერიერში კიდევ უფრო მეტი სივრცე ჩანს.