საფრანგეთი გამოირჩევა თავისი მსუბუქი დამოკიდებულებით , ის უამრავ ნუდისტურ სანაპიროს, ბანაკსა და აუზს მასპინძლობს.
თუმცა პარიზში მხოლოდ ახლა , პირველად გაიხსნა ნუდისტური რესტორანი, სადაც მისულმა სტუმარმა საკვები სრულიად შიშველმა უნდა მიირთვას.
სტუმრები შემოსასვლელში ტანსაცმელს იხდიან და რესტორნის გარდერობში ინახავენ.
რესტორანის სახელია O'Naturel , აქ 40 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი და საკვების ფასი 30 ევროდან იწყება.
რესტორანთან ჩავლილ ფეხითმოსიარულეებს ინტერიერის დანახვა არ შეუძლიათ, რადგან ფანჯრები სრულად დაბურულია.