გაიცანით ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ ვრაითის მიერ 1935 წელს შექმნილი სახლი ,, Fallingwater“- მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუში.
სახლის დიზაინმა დროს გაუსწრო, ის არამხოლოდ შთამბეჭდავი არქიტექტურის ამსახველია, არამედ აერთიანებს კლასიკურ ელემენტებსაც, რომელმაც შუა-საუკუნეების დიზაინზე გავლენა იქონიეს არქიტექტურასა და მოდაშიც კი.
სახლი პენსილვანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდეობარეობს (ფაქტობრივად ჩანჩქერზე).
თვალწარმტაცი ხედები ყველა ფანჯრიდან მოსჩანს, გარშემორტყმული ტყე სახლის ინტერიერს ერწყმის და სიმყუდროვეს ქმნის.
სტილში იაპონური მოტივებიც იგრძნობა, და ხაზს უსვამს ვრაითის სტილს, Fallingwater -მა არქიტექტორის ხელწერაშიც თავისი სათქმელი თქვა.
სახლს ამჟამად ამერიკა იცავს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას და მისი ნახვა ტურისტებს შეუძლიათ, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ვირტუალურად გადაინაცვლონ დროში და შუა-საუკუნეების ავეჯისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი იხილონ. (ყოველწლიურად მას 120,000 ვიზიტორი ჰყავს).