გემით მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავალია, მით უფრო მაშინ, როცა კრუიზი ლეგენდარული ტრანსპორტით ხორციელდება. გემი, რომელიც გლუვი, ჩამქრალი შავია ორიგინალური დიზაინითა და ბოლო სართულზე მოწყობილი სივრცით დისკოსთვის- ტონი ტოლმანმა შექმნა.
,,თანამედროვე საზოგადოება გონიერია, აფასებენ ახლებურ სტილსა და დიზაინს, მაგრამ ყოველთვის ყურადღებას ხარისხსაც აქცევენ“ - ამბობს ტონი და მართლაც, გემი საოცარ ესთეტიკას ფლობს.
საჯარო სივრცეები რელაქსაციაზეა გათვლილი, ტახტებსა და ჰამაკებში ნებივრობისას, იქვე მდგარი აუდიო სისტემა თქვენს მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებს.
დიზაინერი ამბობს, რომ ბაცი და მბრწყინავი დეტალები ერთმანეთს შეუხამეს, მოახერხეს ტყავის ავეჯისა და ნაჭრის მატერიების შერწყმაც.
სახურავზე ბარია,სადაც ნეონის განათება კლუბურ ატმოსფეროს ქმნის.
რესტრო სტილის ავეჯით გაფორმებულ რესტორანში კი მაგიდებს მცენარეები ამშვენებს.
ტონი ტოლმანმა გემზე თანამედროვე და ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებიც გამოფინა.