1941 წელს ნობელის პრემიაზე ნომინირებული ხორხე ლუის ბორხესი თავის მოთხობა ,,ბაბილონის ბიბლიოთეკა“ დაწერა. სადაც წიგნების მთელი სამყარო ერთ ლოკაციაშია მოქცეული. ირეალურ სამყაროში ბორხესის მიერ შექმნილ ბიბლიოთეკას მართლაც რომ ეარსება ეს ჩრდილოეთ ჩინეთის Tianjin Binhai იქნებოდა.
ბეიჯინგთან ახლოს, გასაოცრად ლამაზი ბიბლიოთეკის დიზაინი ჰოლანდიურმა კომპანიამ MVRDV-მ შექმნა, რომელიც საკუთარი ფუტურისტული, არაორთოდოქსალური სტილით გამოირჩევა. მათ რევოლუციური შენობა შექმნეს, თეთრი სივრცე, სადაც ენერგეტიკა არამხოლოდ წიგნებისგან მოდის, არამედ სფეროსებრი ბურთულისგანაც, რომელიც შენობის შუაგულშია მოთავსებული.
ბიბლიოთეკის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი კულტურულ ჰაბად გადაქცევა იყო. მისი კონსტრუქციისთვის გაღებული საბოლოო ღირებულება კი უცნობია.