51 წლის სინდი კროუფორდი– წარმატებული მოდელი და სამოდელო სფეროში ასეთივე წარმატებული შვილების კაია და პრესლი გერბერების დედაა, მისი გემოვნება და სტილი კი მუდმივად ტრენდულია.
ამჯერად ის სახლის მოდურად მოწყობისთვის 6 რჩევას გვიზიარებს.
6.
სინდი ინტერიერს მყუდრო და ლამაზი ატმოსფეროს შესაქმნელად ყვავილებით აფორმებს.
მისი საყვარელი ყვავილი ორქიდეაა, თუმცა მოდელი სახლს სეზონის შესაბამისად აფორმებს და მწვანე მცენარეებს მუდმივად ცვლის.
,,როცა ტბისპირა სახლში მივდივართ, იქ ყოველთვის მზესუმზირები მიმაქვს, მგონი მალიბუს სახლს ეს ასე ძალიან არ მოუხდება“–ამბობს სიდნი.
ზედმეტად არომატულ ყვავილებს მის სახლში ვერ შეხვდებით, რადგან მის მეუღლეს სენსიტიური ყნოსვა აქვს.
5.
ის პატივს სცემს სახლის ისტორიულ დიზაინს
სინდი კროუფორდი ერთ კონკრეტულ სტილს არ ემხრობა, ამიტომ არც ისე მარტივად პოულობს მისთვის მოსაწონ მყუდრო სახლს.
,,არ მომწონს, როცა შუასაუკუნეების სტილის სახლს ყიდულობენ და შემდეგ მისი შეცვლა სურთ. ჩემთვის ასე სახლი მის სულს კარგავს“ – ამბობს მოდელი.
4.
ბალანსი გამძლესა და მდიდრულს შორის
დიახ, სინდი მდიდრულად ცხოვრობს, თუმცა იცის, რომ უსიამოვნო შემთხვევითობები ხდება, ამიტომ ის უპირატესობას გამძლე ნივთებს ანიჭებს. ხშირად ამის გამო, გარე ავეჯს სახლისთვის იყენებს.
3.
გრძნობები ინტერიერში
,, მე წარმოვიდგენ, რომ უსინათლო ადამიანსაც უნდა შეძლებოდა ისე შეეყვარებინა სახლი, როგორც მე“.
ის ყურადღებას დეტალებსაც აქცევს– როგორი სანთელი იწვის ან როგორი მუსიკა ისმის.
2.
სამზარეულო როგორც საჭმლის მოსამზადებელი კუთხე
სინდისთვის სამზარეულო სახლის გულია, ამიტომაც სურს ის ფუნქციური იყოს.
,,სამზარეულო კარგად გამოიყურებს და გასაწმენდადაც ადვილია. არ მინდოდა ყოფილიყო რთული მოსასვლელი“.
1.
მოდელი სახლს საკუთარი ცხოვრების სტილს არგებს
სანამ სინდი და მისი მეუღლე სახლის შეძენას გადაწყვეტენ, წინასწარ იქ ცხოვრებას წარმოიდგენენ.
,,ზოგჯერ ყველაფერი ესთეტიკურად მშვენიერია, მაგრამ შემდეგ ფიქრობ, სად დავსხდეთ, როგორ ვუყუროთ ერთად ფეხბურთს? სად წავიკითხო წიგნი? ვცდილობ ასეთ ფაქტორებზე ბევრი ვიფიქრო“.
კროუფორდს ფეხშიშველი სიარულიც უყვარს, ამიტომ ქვის იატაკი დააგო, რომელსაც რბილი ტექსტურა აქვს და ადვილად იწმინდება.