დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას შობის დღესასწაული ძალიან უყვართ, ეს არცაა გასაკვირი იმ დიზაინერებისგან, რომელთაც ასე ხიბლავთ მდიდრული და ბრჭყვიალა დეტალები. დომენიკომ და სტეფანომ ამ სეზონზე Dolce & Gabbana–ს საშობაო მარკეტიც კი გახსნეს.
მარკეტი თავისთავად არაორდინალურია, თუმცა დახლებზე ტრადიციულად იყიდება პროდუქცია,რომელიც ამ შემთხვევაში ბრენდს ეკუთვნის, აქვე იტალიურ პასტას, ტკბილეულსა და ხილს შეხვდებით.
მარკეტი 28 დეკემბრამდე ფუნქციონირებს და ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო ლოკაციაა ლონდონში შოპინგისთვის, სადაც უამრავ ფოტოს გადაიღებთ და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდს გააფერადებთ.
,, მარკეტში კლასიკური ინგლისური სტილის ატმოსფერო სუფევს. წლის ამ დროს, ყველაფერი უფრო ლამაზი და ჯადოსნური ხდება, აქ კი განათება, ფერები და ამდენი დეკორაცია შესაძლებლობას გვაძლევს ბავშვობაში დავბრუნდეთ.“– ამბობს დომენიკო დოლჩე.
ადგილზე ასევე შემოთავაზებაც არსებობს, სურვილის შემთხვევაში შეძენილი ნივთების პერსონალიზაციაა შესაძლებელი.