რიგით 72-ე კანის ფესტივალი დასრულდა, თუმცა ვარსკვლავების გრაფიკში მაინც მოიძებნება მნიშვნელოვანი წვეულებები და ღონისძიებები. ამჯერად ცნობილმა მოდელებმა კვირა დღე მონაკოში გამართულ წვეულებაზე გაატარეს, რომელიც შვეიცარული ბრენდის TAG Heuer-ის დაარსებიდან 50 წლის თავს ეძღვნებოდა. პაპარაცების ობიექტივში ახალგაზრდა ვარსვკლავები ბელა ჰადიდი, ვინი ჰარლოუ და ოლივია კულპო მოხვდნენ, რომლებმაც ბრენდის საიუბლიეო საღამოზე დრო არაჩვეულებრივად გაატარეს.
ქენდალ ჯენერთან ერთად გატარებული საღამოს შემდეგ ბელა კიდევ ერთ წვეულებას ესტუმრა, თუმცა ამჯერად დროის გატარება სხვა მეგობართან, კერძოდ კი 33 წლის ფენი ბურდეტთან ერთად გადაწყვიტა.
ფენი და ბელა წლებია ახლო მეგობრები არიან და ამას მათ ფოტოებზე მათი მეგობრების მიერ დაწერილი კომენტარებიც ადასტურებს.
ბელა ყურადღების მიპყრობასა და გამორჩეული ჩაცმულობის შერჩევას ყოველთვის ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მან ძალიან სადა თეთრი იმიჯი მოირგო, მისმა იდეალურმა სხეულმა მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ბელამ წვეულებისთვის თეთრი შარვალი, ამავე ფერის პერანგი და ამოღებული ზედა მოიხდინა, რასაც Chanel-ის პატარა ზომის ჭრელი ჩანთა, მრგვალი ოქროსფერი საყურე,"ვინტაჟური" სტილის სათვალე და რაღა თქმა უნდა შვეიცარული ბრენდის საათი შეუხამა.
24 წლის კანადელი ვარსკვლავი ვინი ჰარლოუ კი Fendi-ს სამოსში იყო გამოწყობილი, რომელსაც სპორტული ფეხსაცმელი და ორიგინალური მზის სათვალე შეუხამა.
წვეულებაზე მოდელი ფეხბურთელ ოდელ ბექჰემ ჯუნიორთან ერთად შენიშნეს, რომელიც როგორც ცნობილია მისი ახლო მეგობარია.