ცნობილ მოდელებს, ხშირად კონკურენციის მიუხედავად, ერთმანეთისადმი საკმაოდ ახლო ურთიერთობა უყალიბდებათ, სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ბელა ჰადიდი და ქენდალ ჯენერი, რომლებიც უკვე წლებია მეგობრობენ.
დატვრითული გრაფიკის გამო, გოგონებს ერთად ძირითადად პოდიუმზე თუ ვხედავთ, თუმცა კანის ფესტივალის შემდეგ, მეგობრებმა გადაწყვიტეს მცირე განტვირთვა მოეწყოთ და მდიდრულ იახტას ერთად მიაშურეს.
ფოტოებში, 22 წლის ბელა ჰადიდი ყვითელი ელეგანტური კაბით ფიგურირებს, რომელსაც რამდენიმე თვალისმომჭრელი სამკაულიც შეუხამა.
ხოლო რაც შეეხება 23 წლის ჯენერს, მან ამჯერად არჩევანი კომბინიზონზე შეაჩერა.
როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, გოგონებმა დრო ერთად ნამდვილად არაჩვეულებრივად გაატარეს და Fornula 1 Grand Prix-ის ღონისძიებამდე სასიამოვნოდ განიტვირთნენ.