მიუხედავად იმისა, რომ ჰეილი ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, უკანასკნელ პერიოდში ისინი განსაკუთრებით დიდი დროს ატარებენ ერთად და ამის მიზეზი ცხადია ჯასტინის ჯანმრთელობის პრობლემებია. როგორც ჩანს, ჰეილი იდეალური მეუღლეა და ყოველდღე გვერდში უდგას ქმარს, რომელიც წინა დღეებთან შედარებით უკეთესად გამოიყურება. ამჯერად, მომღერალი ჰეილისთან ერთად საკვებ ობიექტთან შენიშნეს, საიდანაც ისინი ერთად ძალიან კმაყოფილი სახეებით გამოვიდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ჰეილი და ჯასტინი ერთად თერაპიაზე წასვლამდე წასახემსებლად ერთ-ერთ იაპონურ რესტორანს ესტუმრნენ, რომელიც ნიუპორტის სანაპიროსთანაა, ამ ადგილს წყვილი ხშირად სტუმრობს.
წყვილი სადა სამოსშია გამოწყობილი, ჰეილის შავი კაბა აცვია, რომელსაც თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და Balenciaga-ს 112 დოლარის ღირებულების ღია ვარდისფერი წინდები შეუხამა.
ჯასტინს კი საკუთარი ბრენდის, Drew-ს წითელი მაისური და შავი შორტი აცვია, რომელსაც მისი ბოლო დროის საყვარელი სახლის ფეხსაცმელი მოუხდინა.