ჯასტინ ბიბერი ბოლო კვირების მანძილზე არც ისე კარგ ფორმაში იყო და როგორც ცნობილია ის მძიმე დეპრესიას ებრძვის. თუმცაღა მის უკანასკნელ გამოჩენებთან შედარებით, ამჯერად მომღერალი კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროზე საკმაოდ კარგ განწყობაზე შენიშნეს.
ჰეილი მეუღლის დიდი გულშემატკივარია და როგორც ყოველთვის ცდილობს გაამხნევოს ის, სულ ცოტა ხნის წინ მან ჯასტინის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშნველოვანი და პრიორიტეტულია.
წყვილი პაპარაცებმა ნიუპორტის სანაპიროზე სეირნობისას დააფიქსირეს.
ჰეილის ქმრისადმი მზრუნველობა ამ უმოკლეს ვიდეოშიც კი ჩანს.
ჯასტინი მაისურის ამარა, წითელ სპორტულ შარვალში, Calvin Klein-ის საცვალსა და სახლის თეთრ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.
ჰეილიმ კი სანაპიროზე სეირნობისთვის მოკლე ნაცრისფერი მაისური და ჯინსის შარვალი შეარჩია, რომელსაც შავი ფერის ქამარი შეუხამა.
"ოკეანის ხმა, მზეზე დროის გატარება - ჩემი აზრით სანაპიროზე ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს იღებ " - განაცხადა ჰეილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.