25 წლის პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი უკვე რამდენიმე თვეა დეპრესიაშია, სწორედ ეს გახდა მისი და ჰეილის ქორწილის გაუქმების მიზეზი, თუმცა მას ამის შესახებ ღიად იშვიათად საუბრობს. გუშინ კი, მან კანიე უესტთან გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ტექსტი დაურთო, სადაც ის თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
„მე უბრალოდ მინდოდა, რომ თქვენ ჩემს შესახებ ყველაფერი გცოდნოდათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ვიცი რომ ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ თქვენი თანადგომა და გულშემატკივრობა მჭირდება. იმედი მაქვს, ჩემს გულახდილ საუბარს სწორად გაიგებთ, ძალიან მიყვარხართ,“ - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინმა და ჰეილიმ რამდენიმე თვის წინ ამერიკული Vogue-ის ყდა დაამშვენეს. ამავე ნომრის ინტერვიუში მომღერალმა დეპრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გენეტიკურად მშობლებისგან გადმოეცა, რადგან დედა მუდმივ დეპრესიაში იყო, ხოლო მამა ხშირად აგრესიული საქციელებით გამოირჩეოდა.