როგორც იცით, 26 წლის მომღერალი არიანა გრანდე ძირითადად თმის მსგავსი ვარცხნილობით ჩნდება საზოგადოებაში. ნახევრად აწეული თმა, ეგრეთწოდებული Ponytail შემსრულებლის სახასიათო სტილია. მან სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას თმები ზუსტად ისე აქვს გაკეთებული, როგორც ახლა. საზოგადოება ხშირად განიხილავს არიანას ვარცხნილობას, რადგან ის ხშირ შემთხვევაში ერთნაირია, ამჯერად მომღერალმა სტილის მდგრადობაზე თავად იხუმრა.