Vera Wang-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტანისსამოსის ბრენდია, რომელმაც სახელი მისი არაჩვეულებრივი გამოსასვლელი კაბებით გაითქვა. ბრენდის სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები ყოველწლიურად სხვადასხვა გლამურულ ღონისძიებებს ესწრებიან და არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, თუმცა არანაკლებ გლამურულად თავად ბრენდის შემქმნელი, დიზაინერი ვერა ვონგი გამოიყურება, რომელმაც მისი ახალგაზრდული იმიჯით მსოფლიო გააოცა.
71 წლის დიზაინერის ფოტოებმა, მთელი მსოფლიო აალაპარაა. ფანები გაოცდენ თუ როგორ ახალგაზრდულად გამოიყურება ვონგი და მისი საიდუმლოთი დაინტერესდნენ.
რამდენიმე ფოტოში დიზაინერმა საკუთარი ბრენდის სტაფილოსფერი კაბა მოირგო და გამომწერებს მისი არაჩვეულებრივი აღნაგობაც გაუზიარა. ერთ-ერთმა ფანმა ისიც ჰკითხა თუ როგორ უვლის საკუთარ ხელებს, რაზეც ცნობილმა დიზაინერმა შემდეგი პასუხი გასცა: „ამჟამად მხოლოდ ხელის სანიტაიზერებს ვხმარობ“.
კარანტინამდე დიზაინერმა ერთ-ერთ ცნობილ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ მისი საიდუმლო ყოველდღიური ვარჯიში და დიეტური Coca-Cola-ს დალევაა, დიზაინერმა ასევე განაცხადა, რომ ის მზის სხხივებს მაქსიმალურად ერიდება.