მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპეზი საქმროსთან, სპორტსმენთან და ბიზნესმენთან ალექს როდრიგეზთან ერთად Turks and Caicos-ის სანაპიროზე ისვენებს. ვარსკვლავური წყვილის ექსკლუზიური პაპარაცული ფოტოები რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერმა რამდენიმე დღის წინ კვების რაციონზე ისაუბრა და ქალბატონებს "იდეალური" სხეულის საიდუმლო გაუმხილა.
51 წლის ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. მისი განცხადებით "იდეალური სხეულის" საიდუმლო ჯანსაღ საკვებში მდგომარეობს, მთავარი წესი კი კალორიების თვაა, რაც ჯენიფერისთვის დღეში 1400-ს შეადგენს.
“ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. რესტორნების უმეტესობა გვთავაზობს დაბალკალორიულ კერძებს, ამიტომ მენიუში ყოველთვის ისეთ საჭმელებს ვეძებ, რომლებიც ჩემი ცხოვრების სტილსა და რიტმს შეესაბამება, ასეთია მაგალითად სალათი, ან თევზი ბოსტნეულით.”
“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის.”