Hopper HQ ტრადიციისამებრ გამოაქვეყნა წლის ყველაზე გავლენიანი ინსტაგრამერების სია, რომელსაც გასულ წელს კაილი ჯენერი ლიდერობდა, წელს კი, სტატისტიკა მოულოდნელად შეიცვალა.
ამჯერად სიის სათავეში დვეინ ჯონსონი მოხვდა 187 300 000 გამომწერით, რის გამოც ის თითოეულ პოსტში 1015000 დოლარს იღებს.აღსანიშნავია, რომ ჯონსონი გასულ წელს მხოლოდ და მხოლოდ მეექსვე ადგილს დაჯერდა.
კაილი ჯენერმა 181 500 000 გამომწერით წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რაც რეალურად თითოეულ პოსტში პლატფორმიდან მიღებულ 986000 დოლარს უდრის.
მესამე ადგილზეა კრიშტიანუ რონალდო - 224 800000 გამომწერით და პოსტში 850 000 $-იანი შემოსავლით.
მეოთხე და მეხუთე ადგილებს კიმ კარდაშიანი და არიანა გრანდე იკავებენ, რომელთა საშუალო შემოსავალიც თითოეულ პოსტში 850 000 დოლარია.