27 წლის რეპერი, Cardi B თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა ეს მას ფოტოების გადაღებაში და ბრჭყვიალა სამოსის მორგებაში ხელს არ უშლის. რეპერმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და მისი ორიგინალური ჩაცმის სტილი 63,2 მილიონ გამომწერს გაუზიარა.
ფოტოში რეპერმა თეთრი, სპორტული ტოპი მოირგო, რომელსაც ბრჭყვიალა სავარჯიშო შორტები და ოქროს აქსესუარები შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან უზარმაზარ ბაფთიანი, ვარდისფერი პარიკი მოიხდინა.