სულ მალე მსოფლიო ხელოვნების ინდუსტრიაში კიდევ ერთი კინოსურათიუ დაიკავებს კუთვნილ ადგილს. No Time To Die-სწორედ ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ერთ-ერთ როლს ანა დე არმასი ასრულებს.
ფილმის პრემიერა 2020 წლის 12 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი, თუმცაღა ამ დღის დეტალები უკვე გაჟღერდა და როგორც აღმოჩნდა, ანას ადგილზე საყვარელ მამაკაცთან - ბენ აფლეკთან ერთად გამოჩენა აეკრძალა.
მიზეზი კი მარტივია, კრეატიულ გუნდს სურს, წითელ ხალიჩაზე საკუთარი ვარსკვლავები იყვნენ მხოლოდ ყურადღების ცენტრში, მათ შორის - დენიელ კრეიგი, რემი მალეკი და სხვები.